Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს

რუსეთის საელჩო ვენაში(ფოტო არქივიდან)
რუსეთის საელჩო ვენაში(ფოტო არქივიდან)

ავსტრიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოთხი რუსი დიპლომატი. ადგილობრივ მედიასაშუალებებს ეს 23 ოქტომბერს დაუდასტურეს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოთხი დიპლომატიდან სამი ვენაში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელია, ხოლო ერთი - ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობის.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ავსტრიის სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზე. რუსეთის ეს მოქალაქეები დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

  • როგორც წესი, სახელმწიფოები ამ ფორმულირებას იყენებენ, როცა საქმე ჯაშუშობას ეხება.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ 23 ოქტომბერს გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დმიტრი ლუბინსკის მოკლე კომენტარი, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებაზე „შეუქცევადი რეაქცია“ ექნებათ.

  • რუსი დიპლომატები გაძევებული არიან ევროკავშირის არაერთი სახელმწიფოდან.
  • ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბრის დასაწყისში იყო, როცა უნგრეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 10 რუსი დიპლომატი. პასუხად მოსკოვმა რუსეთიდან გააძევა უნგრელი დიპლომატები.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG