ეს არის კამპანიის დასაწყისი, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება - ამ დღეს ორი წელი სრულდება იმ დღიდან, როცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. ამ განცხადებას ხალხმრავალი აქციები, დემონსტრანტებზე პოლიციის მხრიდან უპრეცედენტო ძალადობა და აქციის მონაწილეების დაკავებები მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიები ამ აქციით აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას.
მათი შეკრების ფონია ქართული ოცნების 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, რისი მიზანიცაა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
ფორუმი