გამოიწერე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას მოსამართლეებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წარმომადგენლებს ჰკითხეს, რამდენად აკონტროლებდა პარტია აღმასრულებელ ხელისუფლებას 2004-2012 წლებში და რა პასუხისმგებლობას იღებს იმ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
საკმარისად მყარია თუ არა ოპოზიციური პარტიების კავშირი ერთმანეთის ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და რა შემთხვევაში შეიძლება მმართველობის დროს ჩადენილი დარღვევები პოლიტიკურ პარტიას შეერაცხოს - ამ საკითხებზე მსჯელობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებების განმარტება სთხოვა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, მაია კოპალეიშვილს კი - არა. გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მიიღო, რომელმაც მანამდე ორივე სხდომიდან გააძევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას, მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რა საფუძვლით უნდა დაეკისროს ერთ პარტიას პასუხისმგებლობა სხვა პარტიის ქმედებებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. პირველი შეკითხვა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დაუსვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას მოთხოვნა - წინასწარ განესაზღვრა, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღსრულდებოდა. შუამდგომლობას ყველა მოპასუხე მხარე შეუერთდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ დააყენა და მას სხვა მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები, სასამართლოს მოსამართლეები და უცხოელი სტუმრები ესწრებიან.
დღეს, 3 ნოემბერს, პარტია “ჯერ საქართველო” და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი