თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, კონკრეტულად კალეიკონო ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ამ ცნობის მიხედვით, უკრაინული დრონებით დარტყმა იყო ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, „მსხვილი ხანძარი თავიდანაა აცილებული“ ავტომატური ანტისახანძრო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ადგილობრივი წყაროების ცნობით, დარტყმა იყო სწორედ სადგურ „კალეიკინოზე” და იქ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
- ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებული კომპანიის, „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩი სადგური „კალეიკინო” ამავე სახელწოდების სოფელსა და ქალაქ ალმეტიევსკს შორის მდებარეობს და რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სადგურს 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.
ფორუმი