შენჟენში დაიწყო ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი

ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაიწყო ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში.

სამიტის წინ, 19 ნოემბერს ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ჩინეთის ლიდერთან საუბრის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომით გამოწვეულ სიტუაციაში დახმარებას ცდილობენ.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მედიას ითხრა, რომ პუტინმა და ტრამპმა ილაპარაკეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე.

18 ნოემბერს სი ძინპინი პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივნის, პესკოვის ინფორმაციით, მათ უკრაინის საკითხიც განიხილეს.

უკრაინის ხელისუფლებას და მის ევროპელ პარტნიორებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა მიმდინარეობდეს.

  • დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩავიდნენ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობის მიზნით.


​
XS
SM
MD
LG