მონაცემები აჩვენებს, რომ სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები მზარდია:
- 2026 წლის იანვარ-სექტემბერში - 455 305 523 ლარი (+42,6);
- 2025 წლის იანვარ-სექტემბერში - 319 321 043 ლარი (+6%);
- 2024 წლის იანვარ-სექტემბერში - 301 403 753 ლარი (+15%);
- 2023 წლის იანვარ-სექტემბერში - 261 864 976 ლარი (+28,5);
- 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 203 861 963 ლარი (+39%);
- 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 146 645 505 ლარი (+23,5%);
- 2020 წლის იანვარ-სექტემბერში - 118 718 982 ლარი.
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემში ჭარბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმების ოდენობა - ჯამში საუბარია 367 548 836 ლარზე. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილია 193 204 358 ლარი.
დოკუმენტში დეტალურად არ არის ჩაშლილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევისთვისაა სანქცია დაწესებული.
ბოლო წლებში ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და გაზარდა ადმინისტრაციული სახდელების მოცულობა დემონსტრაციის დროს ახალი წესების დარღვევისთვის. მოქალაქეებს აჯარიმებენ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამოც.
ფორუმი