აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოცვენილი ნივთები ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ხელის არეში დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ორი დღის წინ ბუნებრივი აირი აფეთქდა დედაქალაქში, ფონიჭალაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში - აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფორუმი