როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისის მგზავრებს თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანენ და სასტუმროებში გადაანაწილებენ. ფრენა ხვალ, 25 ნოემბერს, შესრულდება.
„ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ „ვიზეარში“.
მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ“.
„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორი სიხშირით ასრულებს ფრენებს ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით. მგზავრებს, რომლებიც დღეს მოფრინავდნენ ბერლინიდან, ხვალ წამოიყვანენ.
რადიო თავისუფლება სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს.
ფორუმი