საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.
- გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
- დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.
- გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
- სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.
„ბეშიქთაში“ vs „ჰაპოელ ბეერ შევა“
ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის ბეერ შევას „ჰაპოელი“.
მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.
- გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
- არიან დაშავებულები;
- გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
- რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.
მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.
საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.
რატომ ბათუმში?
- მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
- თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;
- უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.
როგორია პოლიტიკური კონტექსტი?
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.
ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.
- „ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
- ამის წინაპირობა იყო „მაკაბის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდურ „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში (ეს მატჩი ამსტერდამში გაიმართა).
ფორუმი