- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პუტინთან ერთად ჩინეთში გადაღებული ფოტო, დიდი წარწერით: „ჩემი მეგობარი“.
- ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა უშუალოდ შეხვედრის დღესაც, 19 ნოემბერს.
„აგრესორი და მკვლელი“ მეგობარი ვერ იქნება
BBC-სთან უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ 26 ნოემბერს ღამით გამოაქვეყნდა.
ჟურნალისტ სარა რეინსფორდის ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა იგრძნო უკრაინის პრეზიდენტმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და წარწერა ნახა.
ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი იყო, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ „უცნაურია“.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, პუტინი „აგრესორი და მკვლელია“ და „ის მეგობარი ვერ იქნება. ზელენსკის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერზე ეთქვა, რომ ის „კარგი მეგობარია“.
ფორუმი