„სამიტის შემდეგი კომუნიკე უბრალოდ სასაცილოა: „ჩვენ ვემხრობით მშვიდობას“. ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გამახსენდა. როდესაც ყრილო*ბის შემდეგ ჰკითხეს, რა არის პარტიის მთავარი ამოცანაო, უპასუხა: მშვიდობა მთელ მსოფლიოშიო “, - ამბობს კიეველი სამხედრო ანალიტიკოსი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვი. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის შენჭენის სამიტს აფასებს, სადაც ერთმანეთს აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვდნენ.
ჟდანოვის აზრით შეხვედრამ აჩვენა, რომ სი ძინპინი შეერთებულ შტატებს თავის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქედ განიხილავს, რუსეთს კი თანასწორ პარტნიორად არ აღიქვამს.
ტრამპი ძალიან ცდილობდა, პუტინი როგორმე წინ წამოეწია, მისი ლეგიტიმაცია მოეხდინა. მაგრამ სი ძინპინმა ამ მცდელობებს გასაქანი არ მისც
რადიო თავისუფლება: ბანალური, მაგრამ აუცილებელი კითხვით დავიწყოთ: ვინ მოიგო და ვინ წააგო სენჭენის სამიტზე? ამ სამი ლიდერიდან რომელს რით შეუძლია დაიკვეხნოს?
ჟდანოვი: რა თქმა უნდა, მთავარი გამარჯვებული მასპინძელი, სი ძინპინია.
რატომ? იმიტომ, რომ აჩვენა, თუ ვინ არის აქ ბატონ-პატრონი. თვალნათლივ წარმოაჩინა, როგორი იქნება ჩინეთის საგარეოპოლიტიკური კურსი, სანამ თავად ხელისუფლებაშია. მთავარი „ლუზერი“ კი, ჩემი აზრით, პუტინია.
მას მკაფიოდ აგრძნობინეს, რომ არ მიეკუთვნება იმ რანგის ლიდერებს, რომლებსაც დღეს „იალტა-2“-ის მსგავსი შეხვედრების გამართვა ან, საერთოდ, მსოფლიო პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ვივარაუდებ, რომ კრემლში უბრალოდ გადაავიწყდათ სი ძინპინის საპროგრამო სიტყვა. გახსოვთ პარტიის ყრილობა, რომელზეც ის გენერალურ მდივნად დაამტკიცეს? სწორედ იმ გამოსვლაში ჩამოაყალიბა მკაფიოდ და გასაგებად პარტიის გენერალური ხაზი: ბიპოლარული მსოფლიო. ბიპოლარული ნიშნავს ორს. მეორე ვინ არის? დონალდ ტრამპი. ესკალატორზე ასვლისას ერთმანეთისთვის ხელიც კი ჰქონდათ ჩაკიდებული.
აშკარად ჩანდა, რომ ტრამპი ძალიან ცდილობდა, პუტინი როგორმე წინ წამოეწია, მისი ლეგიტიმაცია მოეხდინა. მაგრამ სი ძინპინმა ამ მცდელობებს გასაქანი არ მისცა. ტრამპი კი სადღაც შუაში აღმოჩნდა: არც მოუგია და არც წაუგია. ვერაფერი ღირებული ვერ მიიღო, მაგრამ პრინციპში, იმიჯიც არ შელახვია, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა პუტინს მეგობარი უწოდა. ეს ეპიზოდი შეიძლება მინუსებში, დანაკარგების გრაფაში ჩავუწეროთ.
სამიტის შემდეგი კომუნიკე უბრალოდ სასაცილოა: „ჩვენ ვემხრობით მშვიდობას“. ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გამახსენდა. როდესაც ჰკითხეს, რა არის პარტიის მთავარი ამოცანაო, უპასუხა: მშვიდობა მთელ მსოფლიოშიო.
რადიო თავისუფლება: სამიტს წინ დიდი აჟიოტაჟი უძღოდა, პოტენციურ „იალტა 2.0“-საც ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. იყო კი ეს მოლოდინი თავიდანვე საფუძვლიანი? არსებობდა საფუძველი, გვეფიქრა, რომ ეს სამიტი მეორე იალტად იქცეოდა?
ჟდანოვი: არა. ეს რუსული პროპაგანდის მედეგობის თვალსაჩინო მაგალითია. იმდენად გაშმაგებით აპიარეს იდეა, რომ რაღაც „იალტა-2“-ის მსგავსი იქნებოდა, რომ „ახლა აქ დიდი ბიჭები მსოფლიოს ბედს გადავწყვეტთ“, რომ უკვე ჩვენც ვიყენებთ ტერმინ „იალტა 2.0“-ს და აგერ, სრული სერიოზულობით განვიხილავთ, შეიძლებოდა თუ არა ეს მომხდარიყო.
არადა, ეს თავიდანვე შეუძლებელი იყო, რადგან მათ ერთმანეთის საპირისპირო ინტერესები აქვთ. არ გააჩნიათ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებდათ. ერთობლივად არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რაც სარგებელს სამივეს მოუტანდა.
როდესაც საერთო ფუნდამენტი არ არსებობს, არაფერი გამოვა. ყურადღება მიაქციეთ, რამდენი დაყოლიება დასჭირდა სი ძინპინს. ის ხომ თავიდან ამ შეხვედრის წინააღმდეგი იყო, მისი გამართვა არ უნდოდა. საბოლოო ჯამში, წმინდა პროტოკოლური შეხვედრით შემოიფარგლა - საათი ან საათ-ნახევარი სამი ლიდერისთვის, რომლებიც სამ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, არაფერია. არავითარი შედეგი.
სამიტის შემდეგი კომუნიკე უბრალოდ სასაცილოა: „ჩვენ ვემხრობით მშვიდობას“. ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი გამახსენდა. როდესაც ჰკითხეს, რა არის პარტიის მთავარი ამოცანაო, უპასუხა: მშვიდობა მთელ მსოფლიოშიო. კრილოვის იგავიც გამახსენდა, „გედი, კიბო და ქარიყლაპია“. ერთადერთი ყურადსაღები რამ იყო კონსენსუსი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეზღუდონ, რათა დიქტატორებმა სამხედრო დანაშაულები დაუსჯელად ჩაიდინონ დაპუტინმა მილოშევიჩის ბედი არ გაიზიაროს.
ეს ქილიკი იყო, სარკაზმი, პუტინის საპასუხო წაკბენა იმის გამო, რომ ფოტოს გადაღებისას სიმ ის საკუთარი მეუღლის მიღმა გადააჩოჩა, სადილზე ცალკე მაგიდასთან დასვა და საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ სასაუბროდ არ გაუჩერდა.
რადიო თავისუფლება: საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა სი ძინპინს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა: „მგონი, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ყველაფერი ასე კარგად ჩაივლიდა“. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა?
ჟდანოვი: ვფიქრობ, ეს ქილიკი იყო, სარკაზმი, პუტინის საპასუხო წაკბენა იმის გამო, რომ ფოტოს გადაღებისას სიმ ის საკუთარი მეუღლის მიღმა გადააჩოჩა, სადილზე ცალკე მაგიდასთან დასვა და საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ სასაუბროდ არ გაუჩერდა. სი და ტრამპი თავიანთ საქმეებზე წავიდნენ, პუტინი კი იქ, ხალხში დარჩა და ნაცნობი სახეების ძებნა დაიწყო: ვის ჩახუტებოდა, ვისთვის ჩამოერთმია ხელი. ჩემი აზრით, ეს ერთგვარი სარკაზმი იყო.
სი ძინპინისთვის მთავარია, პუტინი ხელის გაწვდენაზე ჰყავდეს.
რადიო თავისუფლება: შორეულ აღმოსავლეთში იუმორის, თანაც დახვეწილი იუმორის ნაკლებობას არ უჩივიან - თუ ეს სარკაზმი იყო, მისი ადრესატი, დიდი ალბათობით, მიუხვდა კიდეც. მოჰყვება ამას პასუხი?
ჟდანოვი: სი ძინპინი პუტინთან საქმის გარჩევას არ დაიწყებს, თავს არ გაუყადრებს. სი თავის გვერდით, თავის ტოლ-სწორად მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავს: დონალდ ტრამპს. ვასალებმა კი ზოგჯერ შეიძლება მეფეს ან ბატონ-პატრონს რამე არასასიამოვნოს თქმაც შეჰბედონ. ასეც ხდება.
სი ძინპინისთვის მთავარია, პუტინი ხელის გაწვდენაზე ჰყავდეს. თუ სიტუაციას თვალს ადევნებთ, ჩინეთის მთავრობა ახლა აქტიურად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან ხელშეკრულებების ხელმოწერას, რათა სი ძინპინსა და პუტინს შორის მიღწეული ყველა შეთანხმება ქაღალდზე გადაიტანონ და ხელმოწერებითა და ბეჭდებით დაადასტურონ. რატომ ჩქარობენ ასე? იმიტომ რომ ეშინიათ, კრემლში ხელისუფლება არ შეიცვალოს. რუსეთის ფედერაციაში ვითარება უარესდება და შეუძლებელია იმის თქმა, კიდევ რამდენ ხანს აიტანენ ამას ელიტები.
ჯერჯერობით ზეპირი შეთანხმებები და ფართო ინტერპრეტაციის მქონე სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც მუშაობს. მაგრამ თუ კრემლში უცებ რამე მოხდება და ხელისუფლება შეიცვლება, ჩინეთი, რომელსაც ხელში კონტრაქტი ექნება, საერთაშორისო სამართალს „გაიხსენებს“. სხვათა შორის, მას არც არასდროს ავიწყდება, რომ საერთაშორისო სამართალი არსებობს. ზოგჯერ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც ახსენდება ხოლმე. რატომ? ტაივანის გამო. ამ თემის ძალიან ეშინია. ამიტომაც სჭირდებათ ქაღალდი.
ეს ეხება ეკონომიკას, ენერგომატარებლების მიწოდებას, ტყეების ჭრას, შორეულ აღმოსავლეთში წიაღისეულის მოპოვებას, ბაიკალიდან 34 მილიონი კუბური მეტრი მტკნარი წყლის ამოტუმბვასაც კი. ჯერჯერობით ყველაფერი ჯენტლმენურ შეთანხმებას ეფუძნება. ჩინეთი ამგვარ შეთანხმებებს დიდად არ ენდობა.
რადიო თავისუფლება: უკრაინაზე გადავიდეთ. ერთობლივ დეკლარაციაში ის ნახსენები არ არის, თუმცა, როგორც გაირკვა, ტრამპმა და პუტინმა ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინაზეც ისაუბრეს. რატომ არ დაეთმო უკრაინის საკითხს უფრო მნიშვნელოვანი ადგილი სამმხრივ ფორმატში?
ჟდანოვი: იმიტომ, რომ სი ამ საკითხის განხილვის კატეგორიული წინააღმდეგია. ისევ და ისევ ტაივანის გამო - მისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა.
ის ყველანაირად ცდილობდა, ეს თემა დღის წესრიგიდან ამოეღო, რადგან სუვერენული ქვეყნის საზღვრების შეცვლაზე ლაპარაკი სი ძინპინზე ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. მას პრეცედენტის ეშინია, ამიტომ ეს თემა მისთვის სრულიად მიუღებელია.
რუსი Z-ბლოგერები პირადად პუტინს ადანაშაულებენ იმაში, რომ ხიდი ასე დაზიანდა. იმიტომ რომ სულ ორიოდე თვის წინ ყირიმიდან საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილი გაიყვანეს და მოსკოვისა და პუტინის ვალდაის რეზიდენციის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად განალაგეს.
რადიო თავისუფლება: ტრამპმა თქვა, რომ ქერჩის ხიდზე კიევის დარტყმების გამო პუტინი განრისხებული იყო. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედა ამ დარტყმებმა შენჭჟენში მოლაპარაკებების ატმოსფეროზე?
ჟდანოვი: მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ კიევი ისეთ ობიექტებს ურტყამს, როგორიც ყირიმის ხიდია, რომელიც ბოლო დრომდე მოსკოვივით იყო დაცული. სხვათა შორის, ახლა რუსი Z-ბლოგერები პირადად პუტინს ადანაშაულებენ იმაში, რომ ხიდი ასე დაზიანდა. იმიტომ რომ სულ ორიოდე თვის წინ ყირიმიდან საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილი გაიყვანეს და მოსკოვისა და პუტინის ვალდაის რეზიდენციის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად განალაგეს.
მე და ჩემი ოჯახი სახლის ნაცვლად თავშესაფარში გავათევთ ღამეს, რადგან ძალიან კარგად მესმის: პასუხი შესაძლოა უკვე ამაღამ მოფრინდეს ბალისტიკური რაკეტების სახით
რადიო თავისუფლება: პუტინმა თქვა: „ჩვენი პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევმა ყირიმის ხიდს გაუკეთა. მინდა, ეს ყველამ იცოდეს“. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პრაქტიკაში? რა პასუხს ელით რუსეთისგან?
ჟდანოვი: ფრონტზე ვერაფერს გააკეთებენ. ფრონტი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ზოგიერთ ოპერატიულ მიმართულებაზე კი ინიციატივა ჩვენს მხარესაა და საკუთარი ტერიტორიის გაწმენდით ვართ დაკავებულები.
პუტინს ჩვენზე ზეწოლის ერთადერთი საშუალებაღა დარჩა: რაკეტებითა და დრონებით დარტყმები. ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ინფრასტრუქტურას, ხიდებს დაარტყამენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/33902416.html
აუცილებლად დაარტყამენ ენერგეტიკულ ობიექტებს. ყურადღება მიაქციეთ: ბოლო დროს რუსეთის ფედერაციამ სამიზნეების სიიდან წყალმომარაგების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები ამოიღო. მიხვდნენ, რომ ელექტროენერგიის გარეშე არაფერი მუშაობს.
ამიტომ ახლა ელექტროქვესადგურებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე და სხვა მსგავს ობიექტებზე არიან გადართული. დღეს პუტინს მხოლოდ ეს შეუძლია. ეს ყველაფერი უკვე ისე კარგად ვიცით და გვესმის, რომ ამაღამ მე და ჩემი ოჯახი სახლის ნაცვლად თავშესაფარში გავათევთ ღამეს, რადგან ძალიან კარგად მესმის: პასუხი შესაძლოა უკვე ამაღამ მოფრინდეს ბალისტიკური რაკეტების სახით.
რადიო თავისუფლება: სამიტს დავუბრუნდეთ. ის სამმხრივი იყო, თუმცა შეიძლებოდა ოთხმხრივიც ყოფილიყო. ევროპაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე, მაგრამ მისი წარმომადგენლები იქ არ იყვნენ. არსებობს ცნობილი გამოთქმა: „თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ხარ, ესე იგი, მენიუში ხარ“. ამ შემთხვევაშიც გამოდგება ეს ფორმულა?
ჟდანოვი: არა, არ გამოდგება. ჩემი აზრით, სამიტი სამმხრივი კი არ იყო, არამედ ფორმატით „ორი პლუს ერთი“ ჩატარდა. ისევ სი ძინპინის საპროგრამო სიტყვას დავუბრუნდეთ: ბიპოლარული მსოფლიო.
ევროპა კი ჩინეთის „ოქროს ბარათია“. სავაჭრო ბრუნვის მოცულობით ჩინეთის მთავარი პარტნიორი დღეს ევროკავშირია და არა ა.შ.შ.
სად აბანდებს ჩინეთი ინვესტიციებს? შეხედეთ ევროპას: ევროპული საავტომობილო მრეწველობის 20%-ზე მეტი ჩინურ ინვესტიციებზე მოდის.
პირობის წამოყენებით, რომ ევროკავშირს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, პუტინი იმედოვნებს, რომ ევროპელები ამის გამო ერთმანეთს წაეკიდებიან და მათ რიგებში განხეთქილება გაჩნდება.
რადიო თავისუფლება: ძალიან საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ევროპელები მოლაპარაკებებზე მოსკოვში მიიწვიეს. რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი ამ მიწვევით და ღირს თუ არა ევროპელებისთვის მისი მიღება?
ჟდანოვი: ასეთი მკაცრი პირობის წამოყენებით, რომ ევროკავშირს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, პუტინი იმედოვნებს, რომ ევროპელები ამის გამო ერთმანეთს წაეკიდებიან და მათ რიგებში განხეთქილება გაჩნდება. რომც არ წაეკიდონ, ევროკავშირის საფირმო მიდგომა კრემლში კარგად უწყიან: ბრიუსელში ამაზე დაუსრულებლად იმსჯელებენ. ხოლო თუ ბოლოს მაინც შეარჩევენ ერთ ადამიანს, საეჭვოა, გადაწყვეტილებების მისაღებად სრული მანდატის მისცენ.
ზუსტად ამის იმედი აქვს პუტინს: მით უმეტეს, რომ უთანხმოება მართლაც არსებობს. ზოგი პუტინს ურეკავს, ელაპარაკება. ზოგს შეხვედრა და ლაპარაკი უნდა, ზოგი კატეგორიულად წინააღმდეგია. პუტინიც სწორედ ევროკავშირის შიგნით არსებულ უთანხმოებებზე ამყარებს გათვლას.
დეკემბერში ევროპაზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება: „ნუ ეხმარებით უკრაინას“. უკრაინაზე კი: „მოაწერეთ ხელი, რა პირობებიც უნდა იყოს. დათანხმდით, წადით კომპრომისზე, მოაწერეთ ხელი შეთანხმებას“.
რადიო თავისუფლება: უთანხმოება ევროპასა და აშშ-ს შორისაც არსებობს. მაგალითად, 17 ნოემბერს, ნატოს შეხვედრაზე, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში უკრაინული დარტყმები სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტიანია და რუსეთის ჯარების წინსვლის შენელებას ვერ შეუწყო ხელი. ისიც თქვა, რომ ამ დარტყმებმა შესაძლოა რუსებს ომის გაგრძელების ნება კიდევ უფრო განუმტკიცოს. შემდეგ კი დაუყოვნებლივ დატოვა შეხვედრა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ბრიფინგზეც არ დარჩა. რით უპასუხებდით კოლბის არგუმენტებს?
ჟდანოვი: არ ვიცი, ესმის თუ არა ბატონ კოლბის სამხედრო ხელოვნების საფუძვლები. არ ვიცნობ და არც ის ვიცი, რამდენად კომპეტენტურია ამ საკითხში. მაგრამ, მისი საქციელით თუ ვიმსჯელებთ, არ ესმის. ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგის მოშლაა.
თუ ზურგი მოშლილია, მოწინააღმდეგე სუსტდება. თუ ზურგი ძლიერია, მას გამოფიტვაზე გათვლილი ომის უსასრულოდ გაგრძელება შეუძლია. თუმცა მე მშვენივრად მესმის, რით არის ნაკარნახევი ყველა ეს ნაბიჯი. მათ შორის, სპიკერ ჯონსონის გამოსვლაც. მან ახლახან იგივე განაცხადა: „შეწყვიტეთ დარტყმები, ამას სამოქალაქო პირები ეწირებიანო“. ამ ოპერიდანაა ტრამპის ზარიც და ევროპელების დატუქსვა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გამო. საქმე ისაა, რომ ახალ წლამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება.
1 იანვრიდან აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით შედგება და დონალდ ტრამპს აღარ ექნება დრო და შესაძლებლობა, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებაზე იმუშაოს. ამიტომ კრემლი მთელი ძალით აწვება ტრამპსა და მის გუნდს. ისინი კი, თავის მხრივ, უკრაინას აწვებიან: „მოაწერეთ ხელი შეთანხმებას. ცუდად იქცევით, დახმარებისთვის მადლობას არ იხდით, რუსეთის ეკონომიკას უშედეგოდ ურტყამთ“.~
ახლა, განსაკუთრებით კი დეკემბერში, ევროპაზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება: „ნუ ეხმარებით უკრაინას“. უკრაინაზე კი: „მოაწერეთ ხელი, რა პირობებიც უნდა იყოს. დათანხმდით, წადით კომპრომისზე, მოაწერეთ ხელი შეთანხმებას“.
Starlink-ი ისევ გვჭირდება, მაგრამ მრავლისმეტყველია, რომ ყირიმის ხიდს მისი გამოყენების გარეშე დაარტყეს.
რადიო თავისუფლება: აქვს კი უკრაინას მანევრირების სივრცე, შესაძლებლობა, ამ ზეწოლას არ დაემორჩილოს, თუ პირობებს მიუღებლად მიიჩნევს? რამდენად არის კიევი დამოკიდებული ვაშინგტონზე, გავლენის რა ბერკეტები რჩება აშშ-ს?
ჟდანოვი: ძალიან ცოტა. დიახ, სადაზვერვო მონაცემებზე ჯერ კიდევ ვართ დამოკიდებული. მათ პენტაგონი გვაწვდის. მაგრამ დიდმა ბრიტანეთმაც, საფრანგეთმაც და გერმანიამაც უკვე დაგვარწმუნეს, რომ თუ პენტაგონი სადაზვერვო მონაცემების მოწოდებას შეწყვეტს, მის ჩანაცვლებას შეძლებენ.
თანაც ეს მონაცემები სტრატეგიულ ამოცანებს ეხება და არა ბრძოლის ველს. საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპმა კიევზე გავლენის თითქმის ყველა ბერკეტი თავადვე დათმო. შეერთებული შტატებისგან აღარც იარაღს ვიღებთ და არც ფინანსურ დახმარებას.
მაგალითად, Starlink-ი ავიღოთ. ისევ გვჭირდება, მაგრამ მრავლისმეტყველია, რომ ყირიმის ხიდს მისი გამოყენების გარეშე დაარტყეს. ისრაელის ტექნოლოგიები გამოიყენეს. გარდა ამისა, გამოვიყენეთ და გავაუმჯობესეთ მტრის - რუსეთის ფედერაციის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიაც: mesh-მოდემები.
ისინი დრონებს შორის ქსელს ქმნიან, დრონების მეორე ეშელონი კი ოპერატორთან კავშირისთვის რეტრანსლატორის ფუნქციას ასრულებს. ამიტომ ბერკეტები აღარ არსებობს. უბრალოდ იანვრამდე უნდა გავძლოთ, იანვარში კი აშშ-ის კონგრესთან ერთად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას. ვფიქრობ, იქ წარმატების შანსი გვაქვს.
ფორუმი