ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა

საილუსტრაციო ფოტო. იზიუმი ხარკოვის ოლქის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები ყველაზე ინტენსიურად უტევენ
საილუსტრაციო ფოტო. იზიუმი ხარკოვის ოლქის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები ყველაზე ინტენსიურად უტევენ

რუსეთის ჯარებმა მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ობიექტებზე. დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტებიც. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევა 26-დან 27 ნოემბრის ღამით დაიწყო.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ სოციალური ქსელებით 27 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, სადაც დაზიანებულია სახლები და ადმინისტრაციული შენობები. შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც დარტყმის ქვეშ იყო ქალაქი კრივოი-როგი და კიდევ ოთხი რაიონი. დაზიანებულია სახლები, ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის და სამრეწველო ობიექტები.

ენერგეტიკის, რკინიგზის და ლოგისტიკის ობიექტებზე შეტევა იყო ჟიტომირის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის და სხვა ოლქებშიც.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 27 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინაში დაარტყეს ელექტროსადგურს, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამარაგებს, სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ლოგისტიკის ცენტრებსა და რკინიგზის ობიექტებს და დრონების მწარმოებელ ქარხანას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევს და არაფერს ამბობს სამოქალაქო ობიექტების განადგურებასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.



​
XS
SM
MD
LG