უკრაინამ შავ ზღვაში ზავის შეთავაზება წარადგინა და რუსეთის პასუხს ელოდება, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

სურსათის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, უკრაინამ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა წამოაყენა და შესაბამისი წინადადება საერთაშორისო მოკავშირეებს გადასცა, - ამის შესახებ კიევის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ პარასკევს განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის. მადლობას ვუხდით ინდოეთს, თურქეთსა და ეგვიპტეს, რომლებიც აქტიურ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შავ ზღვაში დაძაბულობის დეესკალაციასა და შუამავლობის პროცესში. ახლა რუსეთის პასუხს ველოდებით“, - მოჰყავს სიბიჰას სიტყვები საზოგადოებრივ მაუწყებელ Suspilne-ს.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ზავის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას რუსულ ნავთობსექტორზე თავდასხმების შეჩერება შესთავაზა, თუმცა კიევი ამ საკითხს მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილად განიხილავს.

​
XS
SM
MD
LG