დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში დასრულდა საავარიო-სამაშველო სამუშაოები 22 ნოემბერს ხუთსართულიან სახლზე რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის ადგილზე.
შაბათს ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ექვს დღეს გაგრძელდა.
„სამუშაოებს ართულებდა განმეორებითი დაბომბვების მუდმივი საფრთხე და მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მაღალი აქტივობა, რის გამოც საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს არაერთხელ მოუწიათ კონსტრუქციების დაშლის შეჩერება და თავშესაფარში გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა.
ფორუმი