უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უკრაინის მედიას უკრძალავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
ბრძანებულებით ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება „2026/27 წლების მომდევნო შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გაძლიერების ზომების შესახებ“.
დოკუმენტის თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა „მიიღოს გადაუდებელი ზომები“, რათა მედიაში აიკრძალოს ინფორმაციის გაშუქება „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევის შედეგებისა და აღდგენის ვადების, ასევე საწვავ-ენერგეტიკული სექტორისა და მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დამცავი ნაგებობების მშენებლობის ეტაპებისა და მიმდინარეობის შესახებ“.
უკრაინაში უკვე მოქმედებს აკრძალვა დარტყმების შედეგების გადაღებასა და გამოქვეყნებაზე, თუმცა მანამდე ის უშუალოდ მედიის მუშაობაზე არ იყო ორიენტირებული. გამჟღავნებული მონაცემების სახეობისა და ასეთი დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესაბამისად, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთის სახით 3-დან 12 წლამდე ვადით (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლი).
ფორუმი