Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია და სლოვენია აპირებენ საზღვრებზე ბარიერების აღმართვას


მიგრანტები ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე
მიგრანტები ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე

ავსტრია აცხადებს, რომ იწყებს „ტექნიკური ბარიერების“ აღმართვას თავის ტერიტორიაზე მეზობელი სლოვენიიდან მიგრანტების შესვლის გასაკონტროლებლად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა იოჰანა მიკლ-ლაიტნერმა 28 ოქტომბერს უთხრა პარლამენტს, რომ კედლის მშენებლობა 10-მდე დღეში იწყება. მისივე თქმით, არ არის დაგეგმილი „ავსტრიის გარშემო კედლების აღმართვა“. იმავე დღეს სლოვენიამ გამოაცხადა, რომ ასევე აპირებს თავის საზღვარზე ბარიერების დამონტაჟებას მიგრანტთა ამჟამინდელ კრიზისთან დაკავშირებით.

წელს უკვე 700 ათასზე მეტი მიგრანტი - უმეტესწილად სირიიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილები ჩავიდნენ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების იმედით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG