გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეცამეტე დღეს, 18 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეცამეტე
1
22 წლის ქართველ ნიჩბოსანს, ზაზა ნადირაძეს ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე სულ 0,19 წამი დააკლდა: ერთადგილიანი კანოეებით 200 მეტრზე სპრინტის ფინალში ოლიმპიადის დებიუტანტმა მეხუთე შედეგი აჩვენა.
2
ერთადგილიანი კანოეებით 200 მეტრზე რბოლაში მეორე ოლიმპიური "ოქრო" მოიპოვა უკრაინელმა იური ჩებანმა - ლონდონში ოთხი წლის წინ მოპოვებულ უმაღლეს ჯილდოს მან რიოს ოქროს მედალი დაამატა.
3
ბენიკ აბრაჰამიანმა (საქართველო) შესარჩევ შეჯიბრებაში 18,72 მეტრზე ჰკრა ბირთვი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად.
4
სინქრონული ცურვის ოსტატთა ასპარეზობის ეპიზოდი.
5
ისევ სინქრონული ცურვა: წყალშია იაპონიის ნაკრები.
6
ამერიკელი ათჭიდელი ეშტონ იტონი ჭოკით ხტომაში ასპარეზობისას.
7
კიმია ალიზადე ზენურინი პირველი ირანელი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება შეძლო. ტაეკვონდოს ოსტატთა შეჯიბრებაში (57 კგ-მდე წონითი კატეგორია) მას "ბრინჯაო" ერგო.
8
ფრანგი ტრიატლონისტი ლუი ვენსანი ასპარეზობისას.
9
ყაზახ მოკრივე ადილბეკ ნიაზიმბეტოვს (81 კგ-მდე წონითი კატეგორია) ვერც ამ ლოცვამ უშველა: ფინალურ ორთაბრძოლაში ის კუბელმა ხულიო სესარ ლა კრუსმა დაამარცხა.
10
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ასპარეზობაში (63 კგ-მდე წონითი კატეგორია) ეკატერინა ლარიონოვამ (ყაზახეთი) ეს წუთია, დაამარცხა ელენა პიროჟკოვა (აშშ) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.