გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეთოთხმეტე დღეს, 19 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთოთხმეტე
1
იამაიკელი იუსეინ ბოლტი 4x100 მეტრზე ესტაფეტის ფინალში გამარჯვების შემდეგ.
2
აშშ-ის გუნდის წევრები ასე ზეიმობენ წყალბურთელ ქალთა პირველობაში გამარჯვებას.
3
სინქრონულ ცურვაში რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადაზე მოიპოვა "ოქრო".
4
ათლეტები გამაგრილებელ სადგურთან ვაჟთა შორის 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში შეჯიბრისას.
5
მსაჯი აშორიშორებს აშშ-ის წარმომადგენელს, ჯორდან ბაროუსა (მარცხნივ) და ანიუარ გედუევს (რუსეთი) 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში. მოგვიანებით გედუევმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
6
რუსი წყალბურთელი ნადეჟდა გლიზინა მესამე ადგილისთვის მატჩისას. რუსეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში დაამარცხა უნგრეთის ეროვნული გუნდი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
7
ამერიკელ პეიჯ მაკფერსონისა (მარჯვნივ) და აზერბაიჯანელ ფარიდა აზიზოვას შეხვედრა ტაეკვონდოს ქალთა ტურნირში 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
8
ტაჯიკმა დილშონ ნაზაროვმა ვაჟთა შორის უროს ტყორცნაში ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მისი ქვეყნისთვის პირველი ოქროს მედალია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
9
ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშის, სალომე ფაჟავას გამოსვლა ბურთით.
10
ბრაზილიელი ალისონ კერუტი (მარჯვნივ) და იტალიელი პაოლო ნიკოლაი პლაჟის ფრენბურთელ ვაჟთა ტურნირის ფინალში. მასპინძელთა გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2:0.