Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი მიგრანტების კრიზისის გამო შეთანხმების მოწოდებით გამოდის


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს გაერთიანებისკენ, რათა გადაიჭრას ლტოლვილების გამო კრიზისი. ტუსკმა წერილი გაუგზავნა წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ დიდია სია იმ საკითხებისა, რომლებშიც ერთმანეთის დადანაშაულება შეგვიძლია, მაგრამ პრობლემის მოგვარებაში ეს არ დაგვეხმარება. ტუსკის წერილიწინ უსწრებდა ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში იმართება, მიგრანტების ევროპის ქვეყნებში განსახლების გეგმის დასამტკიცებლად.ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო კვოტების დაწესების წინააღმდეგია. 22 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს გეგმა, რომ მომავალ ორ წელიწადში 120 ათასი ლტოლვილი გაანაწილონ. მაგრამ, ევროკავშირს წევრებს შორის ამ საკითხზე უთანხმოების ფონზე, მინისტრებმა, რომლებიც კონსენსუსით აღწევდნენ ხოლმე შეთანხმებას, ახლა საკითხს კენჭი უნდა უყარონ. რუმინეთი, ჩეხეთის რესპულიკა, სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან სავალდებულო კვოტების გეგმას. ფინეთმა თავი შეიკავა.23 სექტემბრის საგანგებო სამიტზე ყურადღება გამახვილდება აგრეთვე ევროკავშირის საზღვრებზე რეჟიმის გამკაცრებასა და სირიის მეზობელი იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდაზე, საიდანაც მიგრანტების უმრავლესობა ევროპისკენ მიემართებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სამიტის წინა საღამოს შეხვედრა გამართეს. განაცხადეს, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარების გზის მოძებნა იქნება გადამწყვეტი მიგრანტთა კრიზისის მოგვარებაში. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავშესაფრის მაძიებელთა „სამართლიანი წილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG