Accessibility links

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ წესებს


ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ წესებს, რაც საკვანძო მნიშვნელობის ნაბიჯია, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების გზაზე. ევროკავშირის კანონმდებლები დეკემბერში მიემხრნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს, 13 თებერვალს კი გამოცხადდა ამ მექანიზმის საბოლოო ვერსიის შესახებ მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის ყველა ენაზე გადაითარგმა და სამართლის ექსპერტების მიერ იქნა შემოწმებული. ახალი წესებით, არაწევრ ქვეყნებთან ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი გარკვეულ შემთხვევებში. მათ შორის შეიძლება იყოს თავშესაფრის დაუსაბუთებელი თხოვნის შემთხვევების მკვეთრად მატება, ან უსაფრთხოების მწვავე პრობლემა. ასევე მიმდინარე თვეში, 3 თებერვალს ევროპარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა მიემხრო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, რომლის ძალაში შესვლაც შესაძლებელი ხდება ახლა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ. ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატების ვარაუდით, საქართველოსათვის უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს ამოქმედდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG