Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა დოლიძე


9 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამ თანამდებობაზე ის 8 იანვარს დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ის მოვალეობის შესრულებას 17 იანვრიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას. ანა დოლიძემ ილაპარაკა სასამართლო სისტემის გამოწვევებზე. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის ასახელებს სასამართლო გადაწყვეტილებების გაჭიანურებას, რაც მოსამართლეების გადატვირთულობის ბრალია. სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი მუშაობის საკითხის მოუგვარებლობა, ანა დოლიძის აზრით, ნიადაგს უქმნის სამართლის ძებნის არაფორმალური გზების გამოყენებას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შეღწევადობის პრობლემაზე და გაგვაცნო იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ მოსაზრებები: "აუცილებელია, რომ ამ სისტემაში შევიდეს ახალი სისხლი. ეს ახალი სისხლი უნდა შევიდეს იუსტიციის სკოლის გაუმჯობესებით და იმით, რომ ეს თანამდებობა უნდა გახდეს პრესტიჟული", - ამბობს ანა დოლიძე და თვლის, რომ იუსტიციის საბჭო არ უნდა მართავდეს იუსტიციის სკოლას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი მნიშვნელოვან გამოწვევად თვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალებას და აცხადებს, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია. "დილის საუბრებში" ანა დოლიძე ჩამოთვლის არააერთ მიზეზს, რაც სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობას იწვევს. ამაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს და თვლის, რომ სასამართლოს დაბალი რეპუტაცია აზიანებს ქვეყანას ყველა თვალსაზრისით - "სასამართლო თუ არ გახდა სანდო, აქ ინვესტორებსაც გაუჭირდებათ ფულის ჩადება. დღეს ეს საუბარი ინვესტორებს შორის არსებობს. საელჩოებს შორის არსებობს". ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მუშაობის პერიოდში ის გამოყოფს დროს მოქალაქეებთან შესახვედრად, რომ მეტი გაიგოს მათგან სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ანა დოლიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:40 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG