Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანანო ცინცაბაძე


ანანო ცინცაბაძე საჯარო ინტერესის დაცვის უპირატესობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:32:15 0:00

22 აგვისტოს "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანანო ცინცაბაძე,"ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა თბილისის მერიის მიერ საჯარო ინტერესის უგულებელყოფაზე. გასულ კვირაში თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ხეების მოჭრის გამო საზოგადოების პროტესტისა და ნატა ფერაძის მიერ შიმშილობის აქციის დაწყების კვალობაზე, მერიამ დაუშვა და განაცხადა, რომ მოჭრილი ხეები შეიძლება ჯანსაღი ყოფილიყო. პროკურატურას რამდენიმე მოქალაქემ მიმართა და გამოძიება დაიწყო. თბილისის მერმა ქალაქში ხეების ჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა. ნატა ფერაძე მეექსვე დღეა აგრძელებს შიმშილობას, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი ერთ-ერთი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით. ის აგრეთვე მოითხოვს ამ სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებას ისე, რომ მისი საქმიანობა ფორმალობა არ იყოს და მოქალაქეებს უკვე მოჭრილი ხეების გამო არ უწევდეთ პროტესტის გამოხატვა. ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ მერიას სურს ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი წარმოაჩინოს არა როგორც სისტემური პრობლემის მაგალითი, არამედ, როგორც დამოუკიდებელი შემთხვევა. სინამდვილეში კი, პრობლემა სისტემურია და ხეების ჭრაზე ნებართვები გაიცემა ისეთი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, რომლებიც არ მოწმდება. ანანო ციცნცაბაძემ ილაპარაკა მოქალაქეების განუხორციელებელ უფლებაზე - იყვნენ ინფორმირებული და მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გარემოს ცვლილებას ეხება. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მერია კვლავაც უპირატესად ინვესტორების ინტერესებზე ლაპარაკობს და არა საზოგადოების საჭიროებაზე - საჯარო სივრცეების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. "გამოსავალი, მგონია, არის ერთადერთი - ეს არის სისტემური პოლიტიკის ცვლილება, სადაც ქალაქის მუნიციპალური ორგანოების დღის წესრიგში გაჩნდება საზოგადოების ინტერესი, როგორც პრიორიტეტი და არა ერთი კერძო კომპანიის, ან ერთი კერძო პირის ინტერესი, როგორც პრიორიტეტი". ამის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობად ანანო ცინცაბაძე უპირველესად პოლიტიკური ნების ცვლილებას ასახელებს და აგრეთვე მნიშვნელოვნად თვლის საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

ანანო ცინცაბაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:34 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG