Accessibility links

31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტზე. არჩილ ჩოფიკაშვილი, როგორც ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და " თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი, იცავს აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის ინტერესებს. მან "დილის საუბრებში" აღწერა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების დეტალები და თქვა, რომ ის 29 მაისს დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გაუჩინარდა. მეორე დილით აფგანის მეუღლე და ახლობლები პოლიციაში მივიდნენ. მათ ურჩიეს განცხადების დაწერა, რაც მათ გააკეთეს კიდეც. არჩილ ჩოფიკაშვილი არ დააკმაყოფილა პოლიციის რეაქციამ და იმავე დღეს, 30 მაისს დაიგეგმა პრესკონფერენცია აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტის გასახმაურებლად. პრესკონფერენციის გამართვისა და ამბის გახმაურების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ და გამოძიების დაწყების საფუძვლად, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მითითებულია მედიით გავრცელებული ინფორმაცია და არა აფგან მუხთარლის ახლობლების განცხადებები. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და საზოგადოების დროულ ინფორმირებას. საგულისხმოა, რომ 30 მაისს, ვიდრე გავრცელდებოდა ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ჩაყვანის შესახებ, მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გამოთქვა ვარაუდი, რომ აფგან მუხთარლი პოლიტიკური მოტივით გაიტაცეს და პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას. არჩილ ჩოფიკაშვილი თვლის, რომ პოლიციამ აუცილებლად უნდა დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, ვინც აფგან მუხთარლის 29 მაისს თბილისის ცენტრში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, აგრეთვე გამოავლინონ პირები, ვისი მეშვეობითაც ის თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე მიიყვანეს. გარდა ამისა, ადვოკატი მნიშვნელოვნად თვლის იმ ადამიანთა იდენტიფიკაციასა, ვისი გულგრილობით ან ხელშეწყობითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აფგან მუხთარლი. ცნობილია, რომ გატაცებულ ჟურნალისტს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. "გული მწყდება მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ამბავი გადახდა თავს", - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრების" ეთერში:

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG