Accessibility links

23 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ლომიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. გადაცემის დასაწყისში ტელეფონით ჩაერთო გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა EMC-ის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე.

სარჩელი შეეხება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც ქმნის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ლაპარაკია "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის" ორ მუხლზე. ერთი შეეხება მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერასა და ფოტო-კინო გადაღებას. მეორე ნორმით კი კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია იმისთვის, რომ სპეცსამსახურებმა ფარულად მიაყურადონ და ჩაიწერონ სატელეფონო საუბარი. ეკა ლომიძემ კი ილაპარაკა პრაქტიკაზე, როცა საქართველოს მოქალაქეებზე დაქორწინებულ უცხოეთის მოქალაქეებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სტანდარტული დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო უარს ეუბნება ბინადრობის ნებართვაზე. 22 დეკემბერს "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საქმიანობაზე დისკუსიას და შეახსენა ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებზე. ეკა ლომიძემ "დილის საუბრებში" ილაპარაკა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ წარმოებულ საქმეებზე, რომლებშიც ცენტრი იცავს უცხოეთის იმ მოქალაქეთა უფლებებს, რომლებსაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამო იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ეკა ლომიძის თქმით, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმოებაში არსებულ არც ერთ საქმეთი უცხოეთის მოქალაქისთვის არაფერი იყო ცნობილი კონტრდაზვერვის დასკვნაში არსებული არგუმენტების შესახებ. იურისტი ყვება ერთადერთ შემთხვევაზე ამგვარი საქმეების პრაქტიკაში, როცა სასამართლომ არ მიიღო უაპელაციოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა და არგუმენტების გაცნობის შემდეგ უმართებულოდ ჩათვალა უცხოეთის მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარი. ეკა ლომიძე განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარის გამო ოჯახი ან დანგრევის საფრთხის წინაშე დგება, ან ტოვებს საქართველოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG