Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:43:11 0:00

2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. საქართველოს კანონით "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. ეკატერინე ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ რეგულაციების დაწესების გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი აღსრულება, როგორც სამართალდამცავთა აქტიურობით, ისე შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. ეკატერინე ლალიაშვილის თქმით, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის, საგზაო მოძრაობის ყველა აქტორმა უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის ზრდაზე და ხაზი გაუსვა, მათ შორის, სიჩქარის ფაქტორსაც.

ეკატერინე ლალიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:50 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG