Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:36:19 0:00

11 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების საკითხზე. პერიოდული შემოწმების ვალდებულება 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ხელისუფლებამ ამ საკითხზე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური შემოწმების დანერგვის გამოცდილება. "დილის საუბრებში" ეკატერინე ლალიაშვილმა განმარტა ერთი მხრივ - პერიოდული ტესტირების საჭიროება და მნიშვნელობა, მეორე მხრივ - სავარაუდო პრობლემები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს მის დანერგვას. პრობლემათა შორის უმთავრესია დიდწილად ძველი ავტოპარკი, ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართვასთან დაკავშირებული ხარჯები, ტესტირების გავლისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა.

ეკატერინე ლალიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:34 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG