სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიფჩიური

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიფჩიური

No media source currently available

29 თებერვალს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებ. კომისია 2013 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით. გიორგი ჩიფჩიური სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მიწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობდა. ის თვლის, რომ კომისიის პასიურობა და არაპროდუქტიულობა გამოიწვია პოლიტიკურმა შეუთანხმებლობამ და ძველებურად აზროვნებამ - არაფერი თქმულიყო ლიდერის პოზიციისგან განსხვავებული. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომა 28 თებერვალს ჩატარდა.

გიორგი ჩიფჩიური "დილის საუბრებში"

No media source currently available

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG