Accessibility links

გიორგი რუხაძე: "სანქციის კომპონენტის გარეშე რეზოლუციის მიღება იქნება ჰაერში მუშტების ქნევა"


9 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მან ილაპარაკა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამო სანქციების დაწესების პერსპექტივაზე. გრძელდება კონსულტაციები რეზოლუციის ორ პროექტზე - "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე. უმრავლესობის პროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის დოკუმენტი მოიცავს სანქციების დაწესებასაც (როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე მისი დასავლელი პარტნიორების მიერ). გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ სანქციების ვერსიაზე დათანხმება წინააღმდეგობაში იქნება მის მიერ რუსეთის მიმართ გაცხადებულ პოლიტიკურ ხაზთან. მთავარი პრობლემა კი, "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ის არის, რომ რეზოლუციაზე შეთანხმებას ცდილობს პარლამენტის ორი პოლიტიკური ძალა. სინამდვილეში კი, ასეთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე უნდა თანხმდებოდეს ყველა პოლიტიკური ძალა: "თუ ამ ომში ერთად არ მივდივართ პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო სექტორი, მას ჩვენ ვერ მოვიგებთ". გიორგი რუხაძის შეფასებით, სანქციის კომპონენტის გარეშე რეზოლუციის მიღება იქნება ჰაერში მუშტების ქნევა. ის მნიშვნელოვნად თვლის აგრეთვე საქნციების ადრესატებისა და მისი მექანიზმების დაზუსტებას. ასეთივე მნიშვნელობის საკითხია აღსრულების მექანიზმის რეალურობა.

გიორგი რუხაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:22:09 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG