Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი მელაშვილი


24 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მან ილაპარაკა არჩევნების შედეგების დათვლის კანონით განმარტებულ პრინციპზე, როცა "ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენები". ბიულეტენის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" სახელდება შემთხვევა, როცა "შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა". შესაბამისად, გამოდის, რომ "არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლად" არ ითვლება ყველა ამომრჩეველი, ვინც საარჩვნო უბანზე მივიდა და საარჩევნო ყუთში ბიულეტენი ჩააგდო, არამედ, მხოლოდ იმდენი ამომრჩეველი, რამდენის ბიულეტენიც არ გაბათილდა ამა თუ იმ მიზეზით. ირაკლი მელაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოქმედი სისტემა "ძალიან ზრდის საარჩევნო კომისიის წევრების მოტივაციას გააფუჭონ რაც შეიძლება ბევრი ბიულეტენი". ირაკლი მელაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისა, თვითმმართველობის ლიმიტირებულ ფუნქციებსა და რესურსზე, აგრეთვე მოქალაქეების აქტიურობის როლზე თვითმმართველობის განხორიელებაში.

ირაკლი მელაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG