Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ცუცქირიძე


16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, "მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების ფინანსურ რეიტინგზე, რომელიც partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა. პირველ ეტაპზე ორგანიზაციამ შეაფასა რამდენად შესაძლებელი იყო საარჩევნო პროგრამების ფინანსური ანალიზი და ასეთებს შორის გამოყო მხოლოდ სამი კანდიდატის პროგრამები. მეორე ეტაპზე EECMD საზოგადოებას შესთავაზებს კანდიდატთა დაპირებების უფრო სიღრმისეულ შედარებით ანალიზს. EECMD-მ მერობის კანდიდატებს შესთავაზა კითხვარი, რომელზე გამოხმაურების შედეგადაც შეეცადა განესაზღვრა რამდენად დათვლადია ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო პროგრამა. კერძოდ, მერობის კანდიდატებს ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რვა საკითხზე უნდა წარმოედგინათ თავიანთი ხედვა. ესენი იყო: ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური დანახარჯები, ქალაქის მმართველობა, საზოგადოებრივი/ურბანული ინფრასტრუქტურა, ურბანული მობილობა, საცხოვრებელი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. ლევან ცუცქირიძემ ილაპარაკა პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლის პასუხისმგებლობებზე, ანგარიშვალდებულების საკითხზე და პოლიტიკური კულტურის განვითარების დინამიკაზე.

ლევან ცუცქირიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:55 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG