Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება“ კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს


გიორგი ბურჯანაძე
გიორგი ბურჯანაძე

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი აპირებენ გამართონ შეხვედრები ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გამართონ კონსულტაციები, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნები თავიანთ საარჩევნო პროგრამასა და დღის წესრიგში გაითვალისწინონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ დაიხვეწოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დღეს მოქმედებს ფარულ მოსმენა-თვალთვალთან დაკავშირებით და რომელსაც ე.წ. „ორგასაღებიან“ სისტემად მოიხსენიებენ. გარდა ამისა, კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს გამოიძიებს. რა ხარვეზებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში ფარული მიყურადების შესახებ - ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელ გიორგი ბურჯანაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG