Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული პროპაგანდის სიცრუე“ და ისტორიის გაყალბების ოთხი თემა


მილოშ ზემანი
მილოშ ზემანი

მილოშ ზემანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელსაც პრორუსულობას წამოაძახებენ ხოლმე, „რუსული პროპაგანდის სიცრუედ“ შეაფასა რუსეთში შექმნილ ახალ დოკუმენტურ ფილმში, ე.წ. „პრაღის გაზაფხულის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრება. ამ მოვლენაზე სიყალბე არ არის ერთადერთი, რასაც რუსეთის პროპაგანდა თავის სასარგებლოდ იყენებს. „პრაღის გაზაფხულზეა“ ლაპარაკი,სხვათა შორის, ამ ფილმში, სახელწოდებით "ვარშავის ხელშეკრულება – გააშკარავებული დოკუმენტები", რომელიც 23 მაისს გადასცა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ. მასში ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის მოვლენებზეა ლაპარაკი.

მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის ეკონომიკური რეფორმირება, რასაც ამ ქვეყანაში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარების შემოსვლა და რეფორმირების პროცესის შეწყვეტა მოჰყვა. ამ მოვლენების თაობაზე, ცხადია, საბჭოთა კავშირსა და დასავლეთში განსხვავებული შეხედულება აქვთ. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ისტორიკოსი და თვით მაშინდელი მოვლენების მომსწრენი, ამ პერიოდის ამბებს სხვადასხვაგვარად ხედავენ. მაგრამ, რაც დაინახეს რუსეთში შექმნილი ამ ფილმის ავტორებმა, აღმაშფოთებელი გამოდგა ჩეხებისა და სლოვაკებისთვის. რამ აღაშფოთა ისინი? მაგალითად, იმან, რომ მოძმე სოციალისტური ქვეყნების ჯარების შემოყვანა ჩეხოსლოვაკიაში ამ ფილმში წარმოდგენილია, როგორც ჩეხოსლოვაკიის დაცვა ნატოს საფრთხისაგან. ფილმში გაიგონებთ ასეთ ფრაზას, „პრაღაში და სხვა ქალაქებში, მიაკვლიეს იარაღს, აი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნაპოვნი საბრძოლო მასალა“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუბომირ ზაორალეკმა ფილმში გამოხატულ პოზიციას ისტორიის უხეში დამახინჯება უწოდა. პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, როგორც აღვნიშნეთ, პროპაგანდის სიცრუედ შეაფასა ეს თვალსაზრისი. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა მცდელობაში „ახლიდან დაწეროს ისტორია და გააყალბოს ჩვენი ისტორიის შავბნელი პერიოდის შესახებ ისტორიული სიმართლე“.

ამავე ფილმის სხვა ფრაგმენტში, მოჰყავთ თვითმხილველების ნაამბობი, საპროტესტო გამოსვლა ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შემოსვლის მიმართ მხოლოდ პრაღაში, რომ პროვინცია ვარშავის ხელშეკრულების ჯარების შესვლას ემხრობოდა. ამ დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებები ისტორიის გაყალბების ერთადერთ მაგალითს არ წარმოადგენს.

რუსეთის მთავრობას სხვა პოზიციას აქვს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ. ეს ის შეთანხმებაა, რომელიც ნაცისტურ გერმანიასთან გააფორმა საბჭოთა კავშირმა. რუსეთის პრეზიდენტმა შარშან გამოხატა თავისი აზრი, ამას ევროპაში განგაში მოჰყვა, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებაში თავდაუსხმელობის შესახებ „არაფერი ცუდი არ იყო“. ამ შეთანხმებას მოჰყვა ორ სახელმწიფოს შორის ევროპის ზოგიერთი რეგიონის გაყოფა.

„რაა ამაში ცუდი“, საბჭოთა კავშირს არ სურდა ომი და ეს იყო იმ დროისთვის ერთგვარი საგარეო პოლიტიკური მეთოდი“, – ამბობს პუტინი. მიმდინარე წლის აპრილში,პუტინმა ეს პაქტი კიდევ ერთხელ დაიცვა უკვე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას. პუტინმა აღნიშნა, ეს შეთანხმება მაშინ იქნა ხელმოწერილი, როცა მოსკოვი მიხვდა, რომ მარტო დატოვეს ჰიტლერული გერმანიის წინაშეო. იქვე, პუტინი დასძენს, რომ საბჭოთა კავშირმა რამდენჯერმე სცადა, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ანტიჰიტლერული კოალიცია შეექმნაო. მერკელმა უპასუხა რუსეთის მმართველს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი შეიცავდა საიდუმლო ოქმს, რომელიც სწორედ ევროპის აღმოსავლეთის ერთმანეთში განაწილებას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმებამ გაუადვილა ჰიტლერს, თავს დასხმოდა პოლონეთს 1939 წელს და საბჭოთა კავშირს – პოლონეთის აღმოსავლეთის ტერიტორიის კვლავ უკრაინასთან შეერთება. ამას მოჰყვა ბალტიისპირეთის მითვისება კრემლის მიერ.

რუსეთში ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებაა, რომ ადოლფ ჰიტლერი 1939 წლამდე კარგი კაცი იყო. კრემლის მომხრე ერთი გაზეთი წერდა ამაზე:სანამ საბჭოთა კავშირს თავს დაესხმებოდა, ნაცისტი დიქტატორი დადებითი პოლიტიკოსი იყოო. ასეთ მკვლევართა რიგებს მიეკუთვნება ვინმე ანდრანიკ მიგრანიანი, რომელიც პუტინის პერიოდში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიისადა თანამშრომლობის ინსტიტუტის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელია. გაზეთ „იზვესტიაში“ მიგრანიანი წერს, ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია, ისე გააერთიანა ჰიტლერმა გერმანია, ავსტრია, სუდეტის ოლქი და მემელის რეგიონიო. აქ რომ შეჩერებულიყო, ჰიტლერს შემდგომი თაობები უმაღლესი დონის პოლიტიკოსად მოიგონებდნენ, – თვლის ისტორიკოსი. ცხადია, მიგრანიანს დასჭირდა შეხსენება, რომ 1939 წლამდე იყო ბანაკების შექმნა, „არაარიელების“ იქ მოთავსება, "ბროლის ღამე" 1938 წლებში და სხვ.

ყირიმი, როგორც რუსული ცივილიზაციის წმინდა აკვანი, ესაა შემდეგი მოსაზრება, რომელიც ვლადიმირ პუტინისთვის ისტორიული რეალობაა. ეს პუტინმა განაცხადა დეკემბერში, როცა ერს მიმართა. მან ყირიმის მნიშვნელობა რუსეთის ისტორიაში შეადარა იერუსალიმის წმინდა მთისას მუსლიმებისა და ებრალებისთვის. არსებობს გადმოცემა იმის თაობაზე, რომ დიდი მთავარი ვლადიმირი, სანამ კიევის სახელმწიფოში ქრისტიანობას შეიტანდა, ყირიმში მოინათლა, ესაა რაც ასაზრდოებს პუტინის ფანტაზიას. ყირიმის ნახევარკუნძული ადრე ბერძნებით იყო დასახლებული, შემდეგ, ამას მოჰყვა იქ ყირიმელი თათრების დასახლება.მე-19 საუკუნეში, ის რუსეთმა გამოსტაცა ოსმალეთს. ყირიმი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,უკრაინის ნაწილად ჩაითვალა, შარშან კი, რუსეთის ფედერაციას შეუერთდა უკვე პუტინის მოსკოვის ნებით.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG