Accessibility links

5 იანვარს სატელევზიო არხ „პი-ბი-ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ „გაიზარდოს“. ეს კომენტარი შეეხებოდა ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჯარო დავას აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ერთობასთან.

ბაიდენის თქმით, „აბსოლუტური უგუნურებაა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ნდობა ან არ უსმენდეს სადაზვერვო სამსახურებს“. ბაიდენის ეს შენიშვნა მოჰყვა დღეს დაგეგმილ ოფიციალურ ბრიფინგს, რომელზეც ტრამპმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რუსეთის სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა 5 იანვარს სენატში გამართულ მოსმენაზე თქვა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს მტკიცედ სჯერათ მოსკოვის ჩარევისა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG