Accessibility links

კირბალი - ყველაზე სახიფათო სოფელი

სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე სახიფათო სოფელია - აქ თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომ მისი ერთი წევრი მაინც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იყოს მოხვედრილი. კირბალელებს აკავებენ ტყეში შეშის დასამზადებლად წასულებს, საძოვრებზე მწყემსებს, როცა ისინი გამყოფი ხაზის მიღმა ძროხების გამოსადევნად მიდიან, ან ეკლესიაში მისულებს. ეს ტერიტორია 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფლის საკუთრება იყო, ომის შემდეგ კი ასობით ჰექტარი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. კირბალის სასაფლაო ახლა იმ ზონაშია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ ჩამოდიან, თუმცა ნაწილზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან იქ უკვე რუსეთის მესაზღვრეები პატრულირებენ. ხაზი აქ პირობითია, რადგან არც მავთულხლართები არსებობს, არც ღობეები და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები.
მეტი აჩვენე

ჩამოტვირთე მეტი

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG