Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ვალუტის კურსის გავლენა ფასებზე


ავტორი: ირინა გურული

საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. პარალელურად კი ფასი იზრდება საწვავზეც. საინტერესოა, რომ საწვავზე ფასების ზრდა მაშინ განხორციელდა, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. „როიტერის“ ინფორმაციით, 17 ოქტომბრს დილის ვაჭრობის შედეგად, 19 ცენტით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობი და ბარელზე 50,16 დოლარი შეადგინა.11 ცენტით, ბარელზე 51,84 დოლარამდე დაეცა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასიც.ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ვარდნაზე გავლენა იქონია აშშ-ში ნავთობჭაბურღილების ზრდამ, ასევე დოლარის გამყარებამ ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ.

ეროვნული ვალუტის კურსის გავლენა ფასებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00
გადმოწერა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3752 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3537 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0215 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6103 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5942 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.

მედიასთან საუბისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის. ესენია ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება.

ლარის კურსი ეცემა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

„ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთიც შეურთდა. შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე. ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს, ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო,“- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა საწვავი ცოტა გვიან გააძვირა, რადგან გარკვეული მარაგი ჰქონდათ. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც ფასებმა იმატა. ცვლილება ამ სადგურებზეც ძირითადად 3-დან 6 თეთრამდეა.

ამ ეტაპისთვის აღსანიშნავია, რომ „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი არ შეცვლილა. ხოლო „ვისოლის“, „რომპეტროლისა“ და „გალფის“ სადგურებზე საწვავის ფასმა დაახლოებით, 5-6 თეთრით მოიმატა.

ანალოგიურად - ლარის კურსი და მსოფლო ფასების ცვლილება სახელდება კიდევ ერთი პროდუქტის _ შაქრის ფასის ზრდის მიზეზადაც. სურსათის მაღაზიებში შაქრის ფასმა მოიმატა. პროდუქტის ფასი თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტში 1,90 ლარიდან 2,55 ლარამდე გაძვირდა და 1 კგ. შაქრის მინიმალური ფასი 2,15 თეთრიდან იწყება. ასაწონი შაქრის ფასმა 30 თეთრით მოიმატა და ნაცვლად 2 ლარისა 1 კგ. შაქარი 2.30 ლარი ღირს.

ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე შაქარი თითქმის 7 პროცენტით გაძვირდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, შაქრის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიაში შაქრის მცირე მოსავალმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG