Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი აშშ-სთან დიალოგს მოელის


სერეგი ლავროვი
სერეგი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანმდებობის დაკავების შემდეგ მოსკოვი აშშ-სთან მოელის დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში, ბირთვული იარაღის ჩათვლით. 17 იანვრის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ განხილვის საგანი იქნება ზებგერითი იარაღი, ასევე აშშ-ის ბირთვული ფარი ევროპაში, კოსმოსური იარაღი და ბირთვული იარაღის გამოცდა. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის შეხვედრებისთვის 20 იანვრის შემდეგ. ლავროვის თქმით, რუსეთი არ განიხილავს ტრამპის ამასწინანდელ განცხადებას, რომ კრემლს უკრაინაში მისი ქმედების გამო დაწესებულ სანქციებს გაუუქმებენ ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმების სანაცვლოდ. ტრამპმა 15 იანვარს ლონდონის გაზეთ „ტაიმსსა“ და გერმანის გაზეთ „ბილდს“ მისცა ინტერვიუ და განაცხადა: „მათ რუსეთს სანქციები დაუწესეს; ვნახოთ,შევძლებთ თუ არა რუსეთთან კარგი შეთანხმებების მიღწევას. ერთი მხრივ, ბირთვული იარაღი უნდა შემცირდეს და ეს უნდა მოხდეს არსებითად, ამას მოიცავს ეს“.

XS
SM
MD
LG