საარჩევნო კომისიის წევრი ურეკავს ამომრჩეველს არჩევნებზე მოსვლის მოთხოვნით
არჩევნები ბათუმის 65-ე საარჩევნო უბანზე
Quiz: რამდენად იცნობთ არჩევნების ისტორიას საქართველოში?
არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბნებიდან დილიდანვე გამოიტანეს სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც ხმის მიცემა იმ მოხუცებსა და ავადმყოფებს შეუძლიათ, ვინც საარჩევნო უბანში მისვლა ვერ შეძლო. თბილისში, ვერაზე, მე-20 საარჩევნო უბანში, "გადასატანი ყუთის სიაში" ათი ამომრჩეველი იყო ჩაწერილი, მათ შორის, 101 წლის ქალბატონიც კი. არჩევანის გასაკეთებლად მათ კომისიის წევრებმა სახლებში მიაკითხეს.