თბილისის მერის არჩევნების შედეგები
ლიდერთა საბჭომ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ის საპროტესტო აქციებს იწყებს. ლიდერთა საბჭომ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ 14 ოპოზიციური პარტია, სტრატეგიის შემუშავებას და დიდ სახალხო მოძრაობაზე შეთანხმებას იწყებს. მათი განცხადებით, 21 ოქტომბრის არჩევნებით პრაქტიკულად გამოირიცხა ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო პერსპექტივა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თავიანთ ამომრჩევლებს შემართებისკენ მოუწოდეს. ლიდერთა საბჭოში შედის მერობის ორი კანდიდატი - კახა კუკავა და გიორგი ვაშაძე.