Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების მარში ვაშინგტონისკენ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინსტრაციამ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს და „სხვა რადიკალურ-ისლამისტური, ტერორისტული დაჯგუფებების“ განადგურება იქნება მთავარი პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკისა „პირველ რიგში ამერიკა“, რომლის ყურადღების ცენტრშია „მშვიდობა ძლიერების გზით“.

საგარეო-პოლიტიკური პოზიცია თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 20 იანვარს, მალევე მას მერე, რაც დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და განაცხადა, რომ აშშ „ჩაატარებს ენერგიულ ერთობლივ და კოალიციურ სამხედრო ოპერაციებს, თუ საჭირო იქნა, ამ მიზნის მისაღწევად.

განცხადებაში პირობაა დადებული, რომ ადმინისტრაცია აღადგენს აშშ-ის არმიას, რომელიც, ამ განცხადების თანახმად, შემცირდა 1991 წელთან შედარებით, და რომ ტრამპი აპირებს ეს ტენდენცია შემოაბრუნოს.

განცხადებაში წერია, რომ საგარეო პოლიტიკა მოიცავს ასევე დიპლომატიას. „მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვეძებთ უცხოეთში მტრებს, რადგან მუდამ მოხარული ვართ, როცა „ძველი მტრები მეგობრებად იქცევიან და ძველი მეგობრები კი - მოკავშირეებად“, ვკითხულობთ განცხადებაში.

კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც არმიას შეეხება, წაიკითხავთ: აშშ-ს არ შეუძლია უფლება მისცეს სხვა ქვეყნებს გაასწრონ სამხედრო შესაძლებლობის მხრივ და აპირებს სამხედრო მზადყოფნის უმაღლეს დონეს მიაღწიოს. აშშ განავითარებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, რათა თავი დაიცვას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისაგან. ვაჭრობის თაობაზე განცხადებაში წერია, რომ აშშ შეეცდება ხელი შეუწყოს ეკონომიკას „პატიოსანი, მაგრამ მკაცრი შეთანხმებებისთვის ბრძოლით და დაიწყებს ტრანს-პაციფიკური პარტნიორობიდან გამოსვლას.

საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონში: ჩვენი კორესპონდენტის, მაიკ ეკელის ვიდეო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG