Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

13:36 1.10.2012
ბათუმში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხალხის გაღიზიანება გამოიწვია მარკირების პროცედურამ. ამომრჩევლები ამბობენ, რომ მარკირების ხსნარი თითზე დასხმიდან 2 საათის შემდეგ მთლიანად იშლება. "თავისუფალი საქართველოს" წევრი მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ თავად შეეცადა აღნიშნულის გადამოწმებას და აპარატმა ხსნარი მარკირებიდან 2-3 წუთში ვეღარ დააფიქსირა. ახლახან კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქობულეთის N81 ოლქის N8 უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკირების სითხე შემოწმების მიზნით გამოსცადა, თუმცა აპარატმა არ დააფიქსირა. საიას წარმომადგენლის საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელა. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
13:36 1.10.2012
პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში მომუშავე 42-ე საარჩევნო უბანში, 240 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ამ მომენტისთვის 24-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
13:38 1.10.2012
თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში განთავსებულ N21 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. - თბილისიდან გვატყობინებს გიორგი ხვედელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:39 1.10.2012
თბილისში საბურთალოს N24 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ანბანის მიხედვით იძახებენ, რაც რიგის ზრდასა და ამომრჩეველთა უკმაყოფილებას იწვევს. - გვატყობინებს თბილისიდან სოფიკო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG