Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

13:54 1.10.2012
თბილისში მთაწმინდის N41 საარჩევნო უბანთან დაახლოებით 50-კაციანი რიგი დგას. მათ დაცვის პოლიციის ფორმა აცვიათ. - გვატყობინებს თბილისიდან სოფო აბაშიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:58 1.10.2012
თბილისში, დიდ დიღომში, N37 საარჩევნო უბანზე არჩევნები დილიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს რიგების გამო, მათ გარეთ სიცხეში უწევთ ყოფნა. გვატყობინებს გიორგი ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
14:02 1.10.2012
ისნის N8 საარჩევნო უბანთან ფურცლით და საწერ-კალმით დგას ქალი, რომელიც ვინაობას არ ამხელს. აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და ხალხის რაოდენობას ინიშნავს. ისნის N8 საარჩევნო უბანზე 12 საათზე 332 ამომრჩეველი დაფიქსირდა. - გვატყობინებს ანი სელენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
14:06 1.10.2012
თბილისში, გლდანის N22 საარჩევნო უბანზე სიწყნარეა და ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ახლა კომისიის წევრებს საჭმელი დაურიგეს. - გვატყობინებს თეონა ბექაური (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG