17:40
1.10.2012
ფოთში ამომრჩეველმა მანანა დანელიამ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად სხვამ მისცა ხმა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამ ფაქტს ტექნიკურ დარღვევას უწოდებს. - ფოთიდან იტყობინება თეა აბსარიძე.
17:43
1.10.2012
რუსთავის N10 და N12 საარჩევნო უბნებზე მიტანილია ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რომ N10 საარჩევნო უბანზე 200 ბიულეტენით ნაკლებია დაფიქსირებული. - იტყბინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:46
1.10.2012
ოზურგეთის N60 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17.00 საათისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულმა 36 289 ამომრჩეველმა, რაც 54%-ს შეადგენს. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის თავმდომარის განმარტებით, ამომრჩევლები საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხელ ხაზზე ძირითადად პროცედურული ხასიათის კითხვებით რეკავდნენ. - გურიის რეგიონიდან იტყობინება გიორგი სირაძე.
17:47
1.10.2012
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე მთვრალმა ამომრჩეველმა ბიულეტენი დახია და ერთ-ერთ კომისიის წევრს ეჩხუბა. უბანზე ამ დროისთვის დაფიქსირებულია 824 ხმა. - იტყობინება ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).