Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

17:49 1.10.2012
რუსთავის N10 და N12 საარჩევნო უბნებზე მიტანილია ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რომ ეს ხდება კაციტაძის კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში შეტანილი ცვლილებების გამო. "ბიულეტენი არ მიდის იმ ადამიანების სახელზე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ჯარში, ციხეში ან საავადმყოფოში." შველიძე თითქმის გამორიცხავს ფაქტს, რომ რომელიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენი დააკლდეთ. "თუ ასეთი რამ მოხდა და ბიულეტენები დაგვაკლდა, საარჩევნო უბანს დახურულად გამოვაცხადებთ." - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:54 1.10.2012
მაღალი აქტოვობაა კარალეთის დევნილთა დასახლების მე-100 საარჩევნო უბანში (გოგა აფციაურის ფოტო)
მაღალი აქტოვობაა კარალეთის დევნილთა დასახლების მე-100 საარჩევნო უბანში (გოგა აფციაურის ფოტო)
18:00 1.10.2012
ჩურურეთის რაიონის N19 და N33 საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების, თავმჯდომარისა და დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე, ნორმალურად მიმდინარეობს. ეს უბანი მჭიდროდ არის დასახლებული ეროვნული უმცირესობებით და კომისიის წევრების თქმით, მათმა დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია დილის საათებში გაიარა. იტყობინება გიორგი ამარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:01 1.10.2012
კუკიის რაიონის N20 სარჩევნო უბნის დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. კომისიის თავმჯომარემ ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აქტივობის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. - იტყობინება ირინა მირზოევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG