Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

18:14 1.10.2012
ბათუმის 105-ე სპეცუბანზე, როგორც კომისიის წევრი ნინო კვირიკაძე ამბობს, ხშირია ე.წ. „კარუსელის“ შემთხვევა, ხოლო, დამკვირვებლის ბადრი ქადიძის თქმით, 40 ადამიანს, რომელიც არჩევნებზე გამოცხადდა, მარკირება გავლილი ჰქონდა. „რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა უკვე სხვა უბანზე მისცეს" - ამბობს ბადრი ქადიძე. ისინი უბანზე ხმის მისაცემად აღარ შეუშვეს. ბათუმის 105-ე უბანში სიით 1229 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბანში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აძლევენ ხმას. განსხვავებით სხვა უბნებისგან, აქ არ არის ბიულეტენის ნაკლებობა. პირიქით, უბანზე 21 ბიულეტენით მეტია შეტანილი. 16 საათისთვის ამ უბანში 760 ამომრჩეველს ჰქონდა უკვე ხმა მიცემული.
18:22 1.10.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტში დარღვევებზე საუბრობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. კოალიციის წევრის, თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, დარღვევები დილიდან დაიწყო. მისი თქმით, აწყვითის მე-3, დამალის მე-4, იდუმალას მე-7 და ხიზაბავრის მე-20 უბანზე დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. "ინფო 9"- ის გადამღებმა ჯგუფებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დაფიქსირება მოახერხეს. სოფელ ხიზაბავრაში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დამკვირვებლებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. სხვადასხვა უბანზე სერიოზულ დარღვევებს უარყოფს ასპინძის N39 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როსტომ მაღლაქველიძე. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით მათთან არც ერთი განცხადება ან საჩივარი არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს მაია იველაშვილი - (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
18:24 1.10.2012
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე ამჟამად სიმშვიდეა, დაფიქსირებულია 915 ხმა, მოქალაქეების რაოდენობამ შედარებით იკლო. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:35 1.10.2012
N 27 წყრუთის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ჟუჟუნაძემ განაცხადა, აღნიშნული დარღვევა წილისყრამდე და კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებამდე მოხდა. როგორც N 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერილია, რისი განხილვაც მოხდება. - იტყობინება მაია იველაშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG