Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

20:40 1.10.2012
"ამომრჩეველთა ლიგის" ეგზიტპოლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, "ქართულ ოცნებას" - 70,24% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 24,66%. 1,45 %-მა უარი თქვა გამოკითხვაზე. დანარჩენმა პარტიებმა 5,9 პროცენტი მიიღეს. ლიგამ ეგზიტპოლი ამერიკულ პარტნიორ კომპანია "ბარსელო ენდ კომპანის" დახმარებით განახორციელა.
20:45 1.10.2012
კომპანია „ჯი ეფ კეი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები 17:30-ის მონაცემებით ასე გამოიყურება: კოალიცია "ქართული ოცნება" - 35%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 2.1%.
21:00 1.10.2012
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე მოქალაქე ამბობს, რომ ვიღაც დაინახა ცარიელი ყუთით საარჩევნო უბნის უკან, გაეკიდა მაგრამ ვერ დაეწია. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
21:05 1.10.2012
დიღმის მასივში, N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ამბობს, რომ უბნის დაკეტვის შემდეგ შიგნით არ შეუშვეს და უმრავლესობით ხმების დასათვლელად დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG