Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

21:07 1.10.2012
როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" იტყობინება, ზუგდიდის მეცხრე საპყრობილეში მე-4 საარჩევნო უბანში იმყოფება მეცხრე არხის ჟურნალისტი გუგა როგავა, რეალ ტვ-ს ჟურნალისტები და კომისიის წევრები ცდილობენ მის გაძევებას და ის დახმარებას ითხოვს. - არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრიდან იტყობინება ბექა წიქარიშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
21:09 1.10.2012
დიღმის მასივში N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანში გამჭირვალე კარია და მოქალაქეები გარედან უყურებენ როგორ მიმდინარეობს არჩევნების შეჯამება. - იტყობინება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
22:05 1.10.2012
"ქართული ოცნების" მომხრეები ზეიმობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათმა პარტიამ არჩევნებში გამარჯება მოიპოვა.
"ქართული ოცნების" მომხრეები ზეიმობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათმა პარტიამ არჩევნებში გამარჯება მოიპოვა.
22:05 1.10.2012
ხაშურის რაიონის N10 საარჩევნო უბანზე ამჟამად ხალხი იკრიბება და შენობაში შესვლას ცდილობს, რადგაც ეშინიათ, რომ მათ ხმებს გააყალბებენ. უკანა შესასვლელიდან ჩუმად შევიდნენ ნიღბიანი ადამიანები და ემუქრებიან იქ მყოფ ხალხს. - იტყობინება მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG