Accessibility links

ლომისობა - წითლად შეღებილი ცხვრები

ყოველ წელს, აღდგომიდან მეშვიდე კვირას, დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში, ლომისობა აღინიშნება. ერთი დღით ადრე მლოცველები ღამის თევით ადიან წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ჯაჭვის შემოტარების რიტუალი იმართება. მლეთაში შეკრებილი ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ მათ მიერ დაკლულ პირუტყვს ღმერთი შეიწირავს და სურვილებსაც აუსრულებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ადგილობრივები და ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ პირუტყვის დაკვლა ევალება, აგრესიულად არიან განწყობილნი და ფოტოგრაფებს გადაღების საშუალებას არ აძლევენ. მიზეზად იმ ადამიანების შეფასებებს ასახელებენ, რომლებიც მსხვერპლშეწირვის გაუქმებას ითხოვენ.
მეტი აჩვენე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG