Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აშშ-ს და ევროპას მოუწოდებს მეტი ლტოლვილი მიიღონ


ლტოლვილები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე
ლტოლვილები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივანი მიესალმა აშშ-ის ინიციატივას 10 000 სირიელი ლტოლვილის მიღების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონს მეტის გაკეთება შეუძლია და ასეც უნდა მოიქცეს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივანმა, უილიამ სპინდლერმა ჟენევაში 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი სააგენტო ყურადღებით ადევნებს თვალს უნგრეთში ლტოლვილთა ნაკადის ზრდის ფონზე პროცესებში სამხედრო სტრუქტურების ჩართულობას და დასძინა, რომ არმიამ და პოლიციამ ლტოლვილების უფლებებს პატივი უნდა სცენ. სპინდლერი ასევე მიესალმა ევროკავშირის განაცხადს 160 000 ლტოლვილის განთავსების შესახებ და გამოვიდა მოწოდებით „მიმღები ცენტრების“ დაუყოვნებლივ გახსნის შესახებ საბერძნეთში, იტალიასა და უნგრეთში - ქვეყნებში, სადაც ლტოლვილთა ნაკადი ყველაზე დიდია.

სპინდლერის თქმით, ევროკავშირს 2016 წლის ბოლომდე მოუწევს ამ ქვეყნებიდან 200 000 ადამიანის სხვა სახელმწიფოებში განსახლება. სპინდლერის თქმით, სააგენტო უნგრეთში ლტოლვილთა 300 ოჯახს გაუგზავნის მზა საცხოვრებელ სახლებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ევროპაში შევიდა 380 000-ზე მეტი ლტოლვილი, მათი დაახლოებით ნახევარი სირიიდან. სააგენტო აცხადებს, რომ ეს რიცხვი, სავარაუდოდ, „სწრაფად გაიზრდება მომავალ კვირებში და თვეებში.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG