Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატკო მლადიჩი განაჩენის მოლოდინში


22 ნოემბერს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი განაჩენს გამოუტანს ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ სარდალს, რატკო მლადიჩს. ყოფილ გენერალს წაყენებული აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს გენოციდის, სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები, მათ შორის სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის ხოცვა-ჟლეტის ბრალდება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მლადიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ადამიანი, რომელსაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარყოფს და უარს ამბობს ყოფილი იუგოსლავიის შესახებ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის ავტორიტეტის აღიარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG