Accessibility links

ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა აფხაზური ტელეარხებით შეიტყვეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანულირებულ უნდა იქნეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში "უკანონოდ გაცემული აფხაზეთის რესპუბლიკის" პასპორტები. ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ 25 ათას ეთნიკურ ქართველს, რომლებიც უკანასკნელ წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები გახდნენ. ასეთ ქართველთა რიცხვის ზრდა, აფხაზური საზოგადოების ნაწილის თანახმად, ძირს უთხრის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ენგურსგაღმა მცხოვრები ქართველები კი უაღრესად შეშფოთებული არიან სოხუმის ამ გადაწყვეტილებით. ჩვენმა კორესპონდენტმა ოლესია ვართანიანმა ამას წინათ იმოგზაურა აფხაზეთში და ეს ფოტორეპორტაჟი მოამზადა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG